წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი : ნაკვეთი 1 : შესაქმისაი, გამოსვლათაი

10.00

გაყიდვაშია (ხელმისაწვდომია 1)



აღწერა

ნაშრომი წარმოადგენს პირველ ნაკვეთს ძველი აღთქმის ქართულ თარგმანთა კრიტიკული გამოცემისას. ძველი აღთქმის წიგნთა გამოცემა მნიშვნელოვანია არა მარტოოდენ ფილოლოგიური თვალსაზრისით, არამედ კულტურის ისტორიისა და მხატვრული აზროვნების ფორმირების მხრივაც ზოგადად. ძველი აღთქმის ქართული თარგმანების გამოქვეყნებას, რომელთა ფრაგმენტები ჯერ კიდევ ხანმეტ (V-VI სს.) პალიმფსესტებშია დაცული, გარდა ზემოაღნიშნულისა, ის მნიშვნელობაც აქვს, რომ უმდიდრეს მასალას აწვდის ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროში მომუშავე მკვლევართ და უმთავრესი წყაროა ქართული ისტორიული ლექსიკოლოგიისათვის. წინამდებარე გამოცემაში მოცემულია უძველესი ქართული თარგმანების ისტორია და კლასიფიკაცია. გამოკვლევაში განხილულია რიგი ფილოლოგიური და ლინგვისტური საკითხი. ძველი აღთქმის წიგნების ქართულ თარგმანთა კრიტიკული ტექსტი ყველა არსებული ნუსხის მიხედვით კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში მომზადდა ილ. აბულაძის ხელმძღვანელობით 1962–1969 წლებში მეცნიერ თანამშრომელთა მიერ: ბ. გიგინეშვილი, ნ. გოგუაძე, ც. კიკვიძე, გ. კიკნაძე, ზ. სარჯველაძე, ც. ქურციკიძე, უ. ცინდელიანი." დიდი ფორმატის

დეტალები

Product Typeბუკინისტური წიგნები
ფასი10.00
მარაგი გაყიდვაშია (ხელმისაწვდომია 1)
გვერდების რაოდენობა 640
გამოცემის წელი 1989
გამომცემლობა მეცნიერება
ავტორი სვადასხვა
მიმოხილვების რაოდენობა 0

მიმოხილვები

იცნობ ამ წიგნს? მაშინ გაგვიზიარე შენი აზრი, დატოვე მიმოხილვა და გახდი ბუკინისტური კომუნის წევრი..