იადიგარ დაუდი

10.00

მიუწვდომელი


You can get an email alert when this product is back in stock.


აღწერა

"იადიგარ დაუდი" ქართული მედიცინის ისტორიის დღემდე გამოცემულ წყაროთა შორის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. იგი დაწერილია დავით ბაგრატიონის მიერ XVI საუკუნეში. წინამდებარე წიგნი არის 1938 წელს გამოსული "იადიგარ დაუდის" განმეორებითი გამოცემა. ძეგლში დაცულია ძველი ქართული ფილოსოფიურ-მედიკური კონცეფციის ამსახველი მასალები. ცალკე თავებში განხილულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური მოძღვრება, სადაც ავტორი ვრცლად და ყოველმხრივ განიხილავს ჰიგიენის, დიეტეტეკის, პროფილაქტიკის და მკურნალობის საკითხებს. ძეგლის ხანდაზმულობის მიუხედავად, დაკვირვებული მკითხველი ბევრ საინტერესო მასალას იპოვის როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული მედიცინის საკითხების თვალსაზრისით. რაც შეეხება ძეგლის ისტორიულ მნიშვნელობას, მის ღირებულებას, იგი განუსაზღვრელია. წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს ექიმებს, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებს, ისტორიკოსებს, აღმოსავლეთმცოდნეებს და ყველა იმ პირს, ვისაც ძველი ქართული კულტურისა და ფილოსოფიური აზროვნების სრულად შესწავლა სურს".

დეტალები

Product Typeბუკინისტური წიგნები
ფასი10.00
მარაგი მიუწვდომელი
გვერდების რაოდენობა 744
გამოცემის წელი 1985
გამომცემლობა საბჭოთა საქართველო
ავტორი დავით ბაგრატიონი
მიმოხილვების რაოდენობა 0

მიმოხილვები

იცნობ ამ წიგნს? მაშინ გაგვიზიარე შენი აზრი, დატოვე მიმოხილვა და გახდი ბუკინისტური კომუნის წევრი..