კალევალა

5.00

გაყიდვაშია (ხელმისაწვდომია 10)



აღწერა

"კალევალა" ფინურ-კარელური ზღაპრულ-ფანტასტიკური ეპოსია, რომელიც შეიცავს ორმოცდაათ რუნას (22795 ლექსს). იგი გვიყვება ცოდნის, მუსიკის და სილამაზის თაყვანისმცემელ კალევალას მკვიდრთა ბრძოლაზე პოხელის ხალხებთან (ბოროტ ჯადოქრებთან და ალქაჯებთან). ამ წიგნში გაიცნობთ სახელგანთქმულ კალევალელებს: ვეინემეინენს - მომღერალს, ჯადოსნური ჰანგებით მტერს რომ აძინებს; ილმარინენს - დიდებულ მჭედელს, რომელმაცშექმნა ჯადო-წისქვილი სამპო; მოცეკვავე ასულებით გატაცებულ მამაც მებრძოლ, მოთხილამურე ლემინკაინენს; უძლეველ კულერვოს; და მათ საოცარ თავგადასავლებს. აქვე შეხვდებით პოხელის დიასახლისს, ცბიერ დედაბერ ლოუხს. ასევე, მითოლოგიურ არსებებს: ტყის ბატონ ტაპიოს, ტყის და წყლის დედოფლებს - მიელიკს, ველამოს, ტალღების მეუფე ახტს და უზენაეს ღმერთ უკოს.

დეტალები

Product Typeბუკინისტური წიგნები
ფასი5.00
მარაგი გაყიდვაშია (ხელმისაწვდომია 10)
გვერდების რაოდენობა 672
გამოცემის წელი 1977
გამომცემლობა საბჭოთა საქართველო
ავტორი ეპოსი
მიმოხილვების რაოდენობა 0

მიმოხილვები

იცნობ ამ წიგნს? მაშინ გაგვიზიარე შენი აზრი, დატოვე მიმოხილვა და გახდი ბუკინისტური კომუნის წევრი..