ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი

20.00

მიუწვდომელი


You can get an email alert when this product is back in stock.


აღწერა

"ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი" მიზნად ისახავს ფეოდალური ეპოქის ქართული საბუთების სრული კრებულის, როგორც გამოცემულის, ისე გამოუცემელის, გამოცემას კუთხობრივ-ქრონოლოგიური პრინციპით. კორპუსის პირველ წიგნში შევიდა IX-XIII სს. 46 საბუთი. საბუთებს ახლავს სამეცნიერო-საცნობარო აპარატი: არქეოგრაფიული აღწერილობა, ბიბლიოგრაფია, კითხვა-სხვაობები, საძიებლები და ფოტოების ალბომი (სადაც შესულია ყველა დედნის ფოტო). სარჩევი: დაწერილი ფანელისა მღვიმისადმი; დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა მოხსენებული მცხეთის საყდრისადმი; სიგელი ბაგრატ მეფისა ოპიზარ და მიჯნაძოროელ მამებისადმი; სიგელი ბაგრატ მეფისა მღვიმის ლავრისადმი; დაწერილი ნიკოლაოს წმიდის წინამძღვრისა; სიგელი გიორგი მეფისა მღვიმისადმი; სიგელი დავით მეფისა ნიანია ნიანიასძისადმი; ანდერძი დავით მეფისა მღვიმისადმი; „ანდერძი დავით მეფისა“; განაჩენი მამა სვიმეონისა; სიგელი გიორგი მეფისა მღვიმისაღმი; სიგელი გიორგი მეფისა საქართველოს ეკლესიისადმი; დაწერილი (საკათალიკოსო) სოფლების შესავლისა; სიგელი თამარ მეფისა გელათისადმი; დაწერილი მღვიმის კრებულისა ტოხაისძეებისადმი; დაწერილი მღვიმის კრებულისა ზოსიმესადმი; დაწერილი კუირიკე და ბასილი ხარაიძეებისა გიორგი მუშერისძისადმი; დაწერილი კავთულა და თევდორა ბურჯულთა დემეტრე ტოხუაისძისადმი; დაწერილი ჭიაბერისა მღვიმისადმი; სიგელი თამარ მეფისა მღვიმისადმი; სიგელი გიორგი მეფისა გელათისადმი; სიგელი გიორგი მეფისა ქვათახევისადმი; ბრძანება გიორგი მეფისა მღვიმისადმი; დაწერილი დემეტრე წირკნელისა საბასადმი; დაწერილი მიქაელ ქართლის კათალიკოსისა ვაჩე გუარამაისძისადმი; დაწერილი არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესისა მგელა აბულახტარისძისადმი; დაწერილი გრიგოლ სურამელისა მღვიმისადმი; დაწერილი მღვიმის კრებულისა გრიგოლ სურამელისადმი; დაწერილი ჩაფქევასძეთა გრიგოლ ვერხუაისძისადმი; დაწერილი ბეგა სურამელისა ტოტიბაისშვილებისადმი; დაწერილი ძაგან აბულეთისძისა მღვიმისადმი; დაწერილი იაკობ დეკანოზისა ხახულის ღმრთისმშობლისადმი; დაწერილი კახა თორელისა რკონის ღმრთისმშობლისადმი; დაწერილი თამარ დედოფლისა გელათისადმი I; დაწერილი თამარ დედოფლისა გელათისადმი II; დაწერილი ბეგა სურამელისა ქუაფქუა ჯომარდისძისადმი; სიგელი მეფე დავით რუსუდანის ძისა ხეფინისხეველთა და წაქველთადმი; ; მოხსენება საქართველოს საეკლესიო კრებისა მეფისადმი; სიგელი დავით მეფისა ხახულის ღმრთისმშობლისადმი; დაწერილი ნიკოლაოზ კათალიკოსისა არვანბეგ საბაისძისადმი; სიგელი დავით და ვახტანგ მეფეებისა ვახტანგ თულაისძისადმი; სიგელი დავით მეფისა ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიასშვილისადმი; სარჩელი სისხლისა; დაწერილი მღვიმის კრებულისა ბასილი ალავერდელისადმი; დაწერილი ბექა მანდატურთუხუცესისა კახა თორელისადმი; დაწერილი ქაქანასი ქვათახევისადმი. ბიბლიოგრაფია. პირთა, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელების საძიებლები. ტერმინთა და საგანთა საძიებელი. დედნების, პირების და ფოტოპირების საძიებლები. ტაბულები.

დეტალები

Product Typeბუკინისტური წიგნები
ფასი20.00
მარაგი მიუწვდომელი
გვერდების რაოდენობა 420
გამოცემის წელი 1984
გამომცემლობა მეცნიერება
ავტორი სვადასხვა
მიმოხილვების რაოდენობა 0

მიმოხილვები

იცნობ ამ წიგნს? მაშინ გაგვიზიარე შენი აზრი, დატოვე მიმოხილვა და გახდი ბუკინისტური კომუნის წევრი..