28 წელი გულაგში
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

Пока не оценено

1 2 3 4 5

Наши партнёры

28 წელი გულაგში

Автор: ლიზიკო ქავთარაძე

20.00 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Описание

ელისაბედ ქავთარაძე დაიბადა 1905 წლის 24 ივლისს თბილისში, მონინავე ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში. მამამისი, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი ქაიხოსრო ქავთარაძე,
იმდროინდელი ქართული საზოგადოებრიობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობისათვის არაერთგზის განეცადა რეპრესიები. 

1924 წელს, როდესაც საქართველო აჯანყების ქარცეცხლს მოეცვა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ტარდებოდა ქართველი ინტელიგენციის შეხვედრა ამიერკავკასიის სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებასთან. საღამოს თურმე სერგო ორჯონიკიძეც ესწრებოდა. 18 წლის ლიზიკო ქავთარაძეს პარტიული დავალება ჰქონდა, ოპერაში პროკლამაციები შეეტანა და საღამოს მიმდინარეობის დროს დარბაზში გადმოეყარა. იგი პროკლამაციებიანი ჩანთით ხელში ოპერის წინ იდგა და მოსაწვევის უქონლობის გამო შესვლას ვერ ახერხებდა. ამ დროს თეატრის წინ გაჩერდა მანქანა და იქიდან ფილიპე მახარაძე გადმოვიდა. ქ-ნი ლიზიკო მაშინვე მიჭრილა მახარაძესთან და უთქვამს, რომ შეხვედრაზე დასწრება და პროლეტარიატის ცნობილ ლიდერთა ნახვა სურდა, მაგრამ მო27 სანვევის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა და მისთვის დახმარება უთხოვია. ფილიპე მახარაძეს მოწყალების თვალით შეუხედავს ახალგაზრდა გოგონასათვის, შეუყვანია და თანაც პროკლამაციებიანი მძიმე ჩანთის შეტანაშიც მიხმარებია.

1928 წელი ქალბატონ ლიზიკოსთვისაც საბედისწერო ალმოჩნდა, პროვოკაციის შედეგად 23 წლის ქალიშვილი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს. პირველი, ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ საკანში, სადაც იგი მოათავსეს, კედელზე მამამისის ასევე პოლიტპატიმრის (მხოლოდ ნიკოლოჩ II-ის დროის) წარწერა ნახა. დაპატიმრებისას პოლიტიკურ წრეებში ლიზიკო ქავთარაძე უკვე იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ მეტეხის ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებს მისი იქ მოყვანისას ერთხმად დემოკრატიული საქართველოს ჰიმნი „დიდება“ და მის ჰანგზე ლიზიკო ქავთარაძის სახელი დაუმღერებიათ.

მალე ლიზიკო ქავთარაძე ციმბირში, დასახლება კოლპაშოვოს კოლონიაში გადაასახლეს, 1936 წელს კი პირობით გაათავისუფლეს და საქართველოში დაბრუნების ნება დართეს, 

წიგნშ აღწერილია საბჭოთა გულაგების ჯოჯოხეთი თვითმხილველის თვალით.

Похожие статьи

Святой черт Тайна Григория Распутина

Святой черт Тайна...

Бе́ртольт Брехт

30.00 Доступно

Бери Егнаташвили

Бери Егнаташвили

Гиви Цулая

9.00 Доступно

Серго Закариадзе

Серго Закариадзе

Кора Церетели

5.00 Доступно

Гойя, или Тяжкий путь познания

Гойя, или Тяжкий п...

Лио́н Фейхтва́нгер

25.00 Доступно