აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში
აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში
აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში
აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში
აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

ჯერ არაა რეიტინგი

★ ★ ★ ★ ★
შეფასება

ჩვენი პარტნიორები

აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

ავტორი: ლადო ბზვანელი

18.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

გამომცემლობა "ბუკინისტებმა" აღადგინა 1912 წლის გამოცემის სრული ვერსია. ეს არის ფაქსიმილური, ლიმიტირებული გამოცემა. 

"აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" არის 1912 წელს დასტამბული საკვანძო მნიშვნელობის დოკუმენტური ნაშრომი, რომლის ავტორი - ლადო ბზვანელი (იგივე ვლადიმერ ნაცვლიშვილი) - უშუალოდ დაჰყვებოდა აკაკის მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში და იწერდა ყველა დეტალს. სწორედ ამ მოგზაურობის ამსახველია ამავე სახელწოდების მქონე, ბევრი მხრივ საეტაპო მნიშვნელობის უხმო ფილმი, მაგრამ ის ვერ გვიმხელს მთავარს - თუ რაზე საუბრობდნენ, კამათობდნენ ან ენამახვილობდნენ აკაკი და მისი თანმხლებნი ამ მოგზაურობის დროს და ხალხთან შეხვედრებისას. ამ წიგნის კითხვისას მკითხველი თითქოს ფილმის კადრებს ხელახლა უყურებს, ოღონდ ახლა მათ ხმა და კონტექსტი ემატება.  

ასე რომ, 1912 წელს ქუთაისში გამოცემული ლადო ბზვანელის ეს წიგნი მხოლოდ ლეგენდად ქცეული პოეტის ერთი მოგზაურობის აღწერა არ არის. ეს არის იმ დღეების ცოცხალი ქრონიკა, როდესაც აკაკი წერეთლის სტუმრობა წარმოუდგენელ საზეიმო მოვლენად იქცა მთელი ერისთვის.