Автор: კატია პეტროვსკაია
12.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
„ალბათ ესთერი“, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა, ავტორისთვის იმ უცხო ენაზე დაწერილი, რომელსაც მის მშობლიურ ენაზე მუნჯებისას უწოდებენ, „ნემეც“ ხომ მუნჯისგან მოდის, მაგრამ მწერლისგან, რომლის წინაპრებმაც მეცხრამეტე საუკუნეში ყრუ-მუნჯთათვის სკოლა დაარსეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ენაზე ითქვა გერმანულენოვანი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ჯილდოს, ინგებორგ ბახმანის პრიზის კატია პეტროვსკაიასთვის გადაცემისას, რომ ეს არის „დიდებული საჩუქარი გერმანული ენისთვის“. - ლაშა ბაქრაძე