ანდრეზები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

ანდრეზები

ავტორი: ზურაბ კიკნაძე

15 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

ანდრეზები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემებია. წიგნის ავტორია პროფესორი ზურაბ კიკნაძე, ხოლო რედაქტორი - პროფესორი მერაბ ღაღანიძე. სიტყვა ”ანდრეზი” დიალექტური ფორმაა ირანული წარმოშობის სიტყვისა ”ანდერძი”, რომელიც რაიმე სიტყვიერ - ზეპირ ან წერილობით დანატოვარს ნიშნავს. აქვე ავტორი ხსნის, რომ: „ანდრეზებში გადმოცემული ამბავი სამაგალითოა, ფუძემდებლურია, მასზე დგას საზოგადოების საკულტო თუ საერო ინსტიტუციები, ქცევა, ზნეობა, ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობანი, ყველაფერი, რითაც საზოგადოება არსებობს და ფუნქციონირებს, როგორც საზოგადოება, სოციუმი, ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული კრებული“. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი – ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარ-მთიულეთი, ხევი, თუშეთი – მითოლოგიური ზეპირი ტექსტების გავრცელების არეალად არის მიჩნეული და, ამდენად, ამ ნაშრომში თავმოყრილი მასალა ერთიორად მნიშვნელოვანია. წიგნში შესული ანდრეზების უმრავლესობა არქივებიდან არის ამოკრეფილი და ახლა პირველად ქვეყნდება. ბევრი მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით მოწყობილი ფოლკლორული ექსპედიციების შედეგად არის მოპოვებული. მნიშვნელოვანი მასალა ინახება ალექსი ოჩიაურის საარქივო ფონდებშიც (მათგან დღესდღეობით სამადსამი წიგნია გამოქვეყნებული). ნაშრომში ანდრეზები არა თემატურად, არამედ კუთხეების მიხედვით არის დალაგებული და, სწორედ ამიტომ, მკითხველი იოლად შენიშნავს ზოგიერთი კუთხის მასალათა სიუხვეს (ფშავ-ხევსურეთი) და ზოგის სიმწირეს (ხევი), ამ ყოველივეს კი თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს. წიგნი უმდიდრეს მასალას აწვდის ფოლკლორის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს.

მსგავს კატეგორიაში

ლითონების დამუშავება ძველ საქართველოში

ლითონების დამუშავე...

ფ. თავაძე, შ. მესხია, ვ. ბარქაია

10 მარაგშია

ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია

ჰანა არენდტი: სიცო...

იულია კრისტევა

6 მარაგშია 3 ცალი

თხზულებათა 12-ტომეული. VI ტომი

თხზულებათა 12-ტომე...

ივანე ჯავახიშვილი

30 მარაგშია

საინგილოს ისტორიის ნარკვევები

საინგილოს ისტორიის...

თენგიზ პაპუაშვილი

15 მარაგშია