ბედნიერება
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

ბედნიერება

Author: შოთა იათაშვილი

18 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

ამ რომანს არ ჰყავს მთავარი გმირი, მაგრამ ჰყავს ასზე მეტი პერსონაჟი: ქალაქის ერთი კორპუსის ბინადარნი და ის ადამიანები, რომლებიც მათთან ურთიერთობენ. ამ პერსონაჟებს სხვადასხვანაირად ესმით ბედნიერება, თავისებურად ესწრაფვიან მას, მათგან ზოგიერთს დაკარგულიც კი აქვს ბედნიერების მიღწევის იმედი და სევდიანად ფიქრობს მასზე, როგორც რაღაც მიუწვდომელზე. ჩანს ზეგარდმო ძალაც _ ბედნიერების მომტანი _ რომელიც მის განაწილებას კორპუსის მოსახლეთა შორის უცნაური გზით ცდილობს. ნაწარმოები კოლაჟური სახისაა და სიუჟეტური ხაზი ამ ასზე მეტ პერსონაჟს შორის დაქრის. ტემპი საკმაოზე მაღალია და ამიტომაცაა, რომ ავტორისეული განმარტებით მას `სწრაფი რომანი~ ეწოდება. საბოლოო ჯამში შოთა იათაშვილი ამ ბანალური სათაურითა და მარტივი სქემით ექსპერიმენტულ ტექსტს გვთავაზობს, რომელშიც უთვალავი ჩამთრევი ამბავია ჩაქსოვილი _ კომიკურიც, დრამატულიც, ვნებიანიც, სოციალურიც... `ფიქრის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე სწრაფია~ _ ამბობდა ერთი აღმოსავლელი ფილოსოფოსი. რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა _ მომხიბლავი მეტაფორა, რომანი `ბედნიერება~ კი ამ მეტაფორის მხატვრული ილუსტრაციაა. გააზრებული თუ შემთხვევითი _ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამ ტექსტის აღქმა და კითხვისგან სიამოვნების მიღების გასაღები მის ექსპერიმენტულობაშია და მკითხველს ერთადერთ რამეს ვურჩევდი: `ენდეთ სიტყვებს და არა პერსონაჟთა ქმედებებს. ესაა ამ შემთხვევაში ესთეტიკური გაბედნიერების ჯანსაღი გზა~. დავით ქართველიშვილი

Related articles

The Bastard of Istanbul

The Bastard of Ist...

Elif Shafak

25 Available

Tales From Kartli

Tales From Kartli

Revaz-Giorgi Arveladze

15 Available 2 Items

Kafka on the Shore

Kafka on the Shore

Haruki Murakami

25 Available

The Whispering Land

The Whispering Lan...

Gerald Durrell

13 Available