ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით

Author: ქეთევან ბეზარაშვილი

15 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

ჩვენს ნაშრომში ყურადღება ეთმობა წმინდა კაპადოკიელ მამათა – ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა და გრიგოლ ნაზიანზელის (ღმრთისმეტყველის) – ნაწარმოებების მიმართებას ქართულ თარგმანებთან; განსაკუთრებული გამოწვლილვით იქნა შესწავლილი გრიგოლ ღვთისმეტყველის შემოქმედება, რომელსაც გამორჩეული მნიშვნელობა და როლი ენიჭება არა მხოლოდ ბიზანტიურ კულტურაში, არამედ ქართულ კულტურაშიც. ქართულ ენაზე უხვად მოგვეპოვება ბერძნული ტექსტების პროზაული და პოეტური თარგმანები, ასევე საგრძნობია ამ თხზულებების, განსაკუთრებით კი პოეზიის გავლენა შემდგომი ეპოქის ლიტერატურაზე. ამავე დროს, განვიხილავთ ეფრემ მცირის კოლოფონებში ლექსთწყობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას. დამატებით განხილულია წმ. მამაისა და ბუკოლიკური სცენების ანონიმური ქართული ილუმინაცია (გრიგოლ ღვთისმეტყვ. Or. 44; Cod. A 109, XII-XIII სს ) გრიგოლ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო-რიტორიკული სტილის შესახებ არსებული ნაშრომების, მიქაელ ფსელოსის ტრაქტატებისა თუ ეფრემ მცირის კოლოფონების მიხედვით. ეფრემ მცირის კოლოფონების შესახებ ჩვენი გამოკვლევების თავმოყრა და კრებულის სახით გამოცემა მნიშვნელოვნად გვესახება, აგრეთვე, საკუთრივ ამ დიდი მოღვაწის მთარგმნელობითი საქმიანობის მთლიანი კონტექსტის წარმოსაჩენადაც. სამომავლოდ, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, სასურველია, დამუშავდეს ელინოფილური რიტორიკული მოდელები და ლექსიკური ერთეულები იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, ჩახრუხაძისა და შავთელის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში.