ამერიკელი მწერლის მიტჩელ უილსონის რომანი "დაძაბული ცხოვრება" ატომური ფიზიკის პრობლემებისადმია მიძღვნილი. ის მოიცავს პერიოდს ოცდაათიანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე, ე. ი. ატომის ბირთვის პირველი გახლეჩიდან პირველი ატომური ყუმბარის შექმნამდე. წიგნი ასახავს ამერიკის ტექნიკური ინტელიგენციის ცხოვრებას.