ეს 1934 წელს გამოცემული წიგნი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.
გრიგოლ რობაქიძეს გრიგოლ მუშიშვილმა და კომუნისტური პარტიის სამსახურში ჩამდგარმა სხვა პუბლიცისტებმა პარტიის დაკვეთთ პამფლეტები დაუწერეს. 1934 წელს გრიგოლ მუშიშვილის (ხოფერიას) პამფლეტ "გველის პერანგოსანში" ვკითხულობთ:
"გველმა პერანგი გამოიცვალა. "გველმა თავისი თავი დატოვა: მოხსნა და გადააგდო". გველი იცვლის პერანგს, მაგრამ არა საკუთარ არსებას - გველი გველად რჩება მაინც, უფრო საშიშ, გაახალგაზრდავებულ გველად.. მიხაკისფერი ყანწით - ფაშისტური დაღით მკერდის შუაგულზე - სვამს გრიგოლ რობაქიძე გერმანული ფაშიზმის, მისი დამპალი კულტურის, რასიული იდეოლოგიის სადღეგრძელოს.."