გველის პერანგოსანი
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

გველის პერანგოსანი

ავტორი: გრიგოლ მუშიშვილი

9.50 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

1934 წელს გამოცემული, იშვიათობად ქცეული ეს პატარა წიგნი, გვჯერა, ყველა ლიტმოყვარულის თაროზე დაიდებს ბინას.

 

ხელახალი გამოცემის წინათქმა

„გველის პერანგოსანი“ ერთდროულად რამდენიმე სიბრტყეზე იკითხება: როგორც საბჭოთა იდეოლოგიური პამფლეტი გრიგოლ რობაქიძის და მისი “გველის პერანგის” წინააღმდეგ, როგორც ეპოქის პოლიტიკური ნევროზის დოკუმენტი და, ამავე დროს, როგორც უაღრესად პროფესიონალურად აგებული პოლემიკური ტექსტი.

წიგნი დღეს საინტერესოა არა როგორც „სწორი რეფლექსია“ რობაქიძის შემოქმედებაზე, არამედ როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი 1930-იანი წლების ლიტერატურულ-პოლიტიკური ატმოსფეროსა და ინტელექტუალური პროპაგანდის არსის გასაგებად. 

ამ ტექსტის მთავარი სირთულეც სწორედ ისაა, რომ ეს არ არის უბრალოდ მარტივი აგიტაცია. ავტორი აშკარად ლიტერატურულად მომზადებული და თეორიულად შეიარაღებული კრიტიკოსია. ამიტომ ტექსტი ბევრად უფრო სახიფათო და საინტერესოა, ვიდრე პრიმიტიული პროპაგანდა იქნებოდა. მცირე მაგალითისათვის კმარა თუნდაც ის ოსტატური სტილიზაცია, რითაც მუშიშვილი კვალს ურევს მკითხველს და რობაქიძის ნაწერსა და კრიტიკოსის რეფლექსიას შორის კვალს შლის, რითაც შეიძლება საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა არასწორი დასკვნები გამოიტანოს. მიზანიც ეგ იყო.  

წიგნი 1934 წელს გამოიცა, და ეს თარიღი შემთხვევითი არ არის. სტალინური კულტურული ცენტრალიზაცია უკვე დასრულების ფაზაშია; სოცრეალიზმი ოფიციალურ მეთოდადაა გამოცხადებული; ფორმალიზმი და „დეკადანსი“ იდეოლოგიურ დანაშაულად მიიჩნევა; „ეროვნული გადახრები“ კი თანდათან რეპრესიის საგნად იქცევა. გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაშია და საბჭოთა კულტურული პოლიტიკისთვის იგი უკვე არა მხოლოდ „მცდარი“ მწერალი, არამედ მოღალატეცაა. ამ კონტექსტში „გველის პერანგოსანი“ მხოლოდ ლიტერატურული კრიტიკა აღარ არის - ის ეპოქის პოლიტიკური სასამართლოს ენაზეც ლაპარაკობს.

ამ გამოცემას დამატებით მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ წიგნის ვიზუალური მხარე ეკუთვნის ლადო გუდიაშვილს. ყდა, ილუსტრაციები და საერთო მხატვრული გაფორმება შესრულებულია ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის მიერ. ეს გარემოება თავისთავად პარადოქსულია: ტექსტი, რომელიც დეკადენტურ და „ბურჟუაზიულ“ ხელოვნებას ებრძვის, გაფორმებულია იმ ეპოქის ყველაზე გამორჩეული მოდერნისტი მხატვრის ხელით. გუდიაშვილის მონაწილეობა წიგნს მხოლოდ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად კი არ აქცევს, არამედ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს იმ დროის კულტურულ წინააღმდეგობებს, სადაც ავანგარდული ესთეტიკა და იდეოლოგიური კონტროლი ერთმანეთის გვერდით, ხშირად კი ერთმანეთთან შეუთავსებელ ფორმებში თანაარსებობდა.

თუმცა ამ ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ირონია, შესაძლოა, თავად ავტორის ბედში იკითხებოდეს. მარქსის ტექსტების უზადო ცოდნამ, იდეოლოგიურმა და პარტიულმა ერთგულებამ გრიგოლ მუშიშვილი ვერ იხსნა: ამ წიგნის გამოცემიდან სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, 1938 წელს, ამხანაგი მუშიშვილი დახვრიტეს ამ პამფლეტის შემკვეთებმა. ამ ფაქტის შემდეგ „გველის პერანგოსანი“ კიდევ ერთ, უფრო მძიმე მნიშვნელობას იძენს - ის გვახსენებს, რომ ტოტალიტარული სისტემა საბოლოოდ არც მის ყველაზე ერთგულ ინტელექტუალებს ინდობს.

 

პაატა შამუგია, მწერალი

მსგავს კატეგორიაში

პოეტური ენერგია

პოეტური ენერგია

აკაკი ბაქრაძე

10.00 მარაგშია

ესსეები

ესსეები

ავტორთა ჯგუფი

15.00 მარაგშია

დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება

დიმიტრი ყიფიანის ო...

თამაზ ჯოლოგუა

15.00 მარაგშია

ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში

ნობელის პრემიის ლა...

კახმეგ კუდავა

30.00 მარაგშია