Автор: იოანე მინჩხი
25.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ნაშრომი მიზნად ისახავს X საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის იოანე მინჩხის შემოქმედების მონოგრაფიულ განხილვასა და მისი მემკვიდრეობის მეცნიერულ-კრიტიკულ გამოცემას. იოანე მინჩხის პოეტურ თხზულებებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ახლადაა გამოვლენილი და პირველად ქვეყნდება, საფუძვლად უდევს გიორგი მთაწმიდლის ავტოგრაფულ ხელნაწერში (Paris, georg. 5) დაცული ტექსტები. ამასთანავე, გამოცემაში გათვალისწინებულია იოანე მინჩხის თხზულებების შემცველი ყველა ძირითადი ხელნაწერი. გამოკვლევა ეძღვნება იოანე მინჩხის შემოქმედების მრავალმხრივ ანალიზს: შესწავლილია მინჩხის პოეტური ქმნილებების შემცველი მრავალი ხელნაწერი; გამოვლენილია პოეტის ადრევე ცნობილი თხზულებების ახალი ასპექტები; საგანგებოდ და მრავალმხრივ არის შესწავლილი იოანე მინჩხის აქამდე უცნობი მემკვიდრეობა, რომელიც შეუდარებლად ზრდის მის მნიშვნელობას ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის; ნაჩვენებია მისი დიდი წვლილი „ტრიოდიონის“ ქართული რედაქციის ფორმირებაში, შესწავლილია მინჩხის მიერ შემოღებული ორიგინალური რიტმულ-მელოდიური საზომები, მისი პოეზიისათვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებები, და ბოლოს, მინჩხის შემოქმედების გავლენა შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაზე. ნაშრომში იოანე მინჩხის შემოქ- მედება შეფასებულია ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის კვლევის თვალსაზრისითაც.