Автор: უხტანესი
17.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
X ს-ის სომეხი ისტორიკოსის უხტანესის თხზულება „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ პირველი ცდაა VII ს-ის დამდეგს ქართველთა და სომეხთა შორის მომხდარი საეკლესიო განხეთქილების შესწავლისა დოკუმენტური მასალის საფუძველზე. იგი მნიშვნელოვანია არა მარტო აღნიშნული ხანის ამიერკავკასიის ისტორიის შესასწავლად, არამედ X ს-ის II ნახევრის სომხეთში განხეთქილების საკითხებზე შექმნილი საზოგადოებრივი აზრის გამოსავლენადაც.
წიგნში სომხური ტექსტი ქვეყნდება ქართულ თარგმანთან ერთად. გამოკვლევაში განხილულია საეკლესიო განხეთქილებასთან დაკავშირებული წყაროთმცოდნეობით-ტექსტოლოგიური საკითხები ავტორი კვლავ უბრუნდება ისეთ მნიშვნელოვან წყაროთმცოდნეობით პრობლემებს, როგორიც არის ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხები ძველ სომხურ მწერლობაში, ცნობები ცურტავის საეპისკოპოსოს სამღვდელთმსახურო ენის შესახებ და სხვ.