ამერიკელი ისტორიკოსის, გეოგრაფისა და პუბლიცისტის რაიმონდ რამზეის წიგნი „იყო და არა იყო რა...“ მოგვითხრობს ისეთ არარსებულ აღმოჩენებზე, ოდესღაც კარტოგრაფიაში რომ ჰპოვეს ადგილი, შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ მსოფლიოს რუკიდან: ნაწარმოებში ლაპარაკია რეალურ და გამოგონილ ზღვაოსნურ მოგზაურობებზე, რომლებმაც რიგ აღმოჩენებთან ერთად უამრავი შეცდომაც გამოიწვია.