ავტორი: თემურ გაბუნია
8.00 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
თემურ გაბუნიას „ჯოისის ლაბირინთი“ ესაა წიგნი იმ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომელიც გამოცანად რჩებოდა თაობებისთვის. ავტორი ეყრდნობა სხვადასხვა წყაროს, უმთავრესად კი რიჩარდ ელმანის ბიოგრაფიულ თხზულებასა და ჯოისის პირად წერილებს.
თემურ გაბუნიას კვლევის მიზანია „ულისე“ გააანალიზდეს, როგორც „სხეულის ნაწილების შესახებ დაწერილი ეპოსი“. ავტორი ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებას განიხილავს სხვადასხვა ეპოქის მწერალთა – დანტე ალიგიერის, ჯოვანი ბოკაჩოს, თომას მანისა და სხვათა – შემოქმედების ფონზე.
ეს კვლევა ჯოისის ამოუცნობი სამყაროსა და „ულისეს“, როგორც რომანი-მისტერიის, ახალი კუთხით გადააზრების მცდელობაა.