Автор: შერიდან ლე ფანუ
16.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ჯოზეფ შერიდან ლე ფანუს 1872 წლის ვამპირული საგა ბრემ სტოკერის მოგვიანებით გამოქვეყნებული და უფრო აღიარებული ნაწარმოების, „დრაკულას“ შთაგონების წყარო იყო. საყოველთაოდ აღიარებულია მისი გავლენა სტოკერის ტექსტზე (და არამხოლოდ მასზე - ლე ფანუს რომანი უამრავი მწერლისა და ფილოსოფოსის შთამაგონებელი გახდა).
“კარმილა” მიიჩნევა „პირველ წარმატებულ ვამპირულ ისტორიად“ მსოფლიო ლიტერატურაში. თუმცა, მას ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ ვამპირული ატრიბუტიკაა. ნაწარმოების პოტენციალი, იქცეს პოლიტიკურ და კულტურულ მეტაფორად, მისი ფსიქოლოგიური რეზონანსი, გენდერისა და სექსუალობის რეპრეზენტაცია, თუ უჩვეულო ესთეტიკური და ნარატიული მახასიათებლები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებიც ლიტერატურათმცოდნეებს კვლავ და კვლავ ამ მოკლე, კომპლექსურ რომანთან აბრუნებს.
კეტლინ კოსტელო-სალივანი
მთარგმნელი: ლია გელაშვილი