Author: პალადი ჰელენოპოლელი
15.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ქრისტიანული ასკეტიკის გამორჩეული ძეგლი – წმინდა პალადი ჰელენოპოლელის ”ლავსაიკონი” - უმნიშვნელოვანესი წყაროა ეგვიპტური განდეგილური ეპოქის უადრესი საუკუნეების შესასწავლად. თხზულების ავტორი თანამოღვაწე და მოწაფე იყო IV საუკუნის დიდი ასკეტი მამებისა და მისი ნაშრომი ამ მხრივაც იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ”ლავსაიკონი” - დაკვეთით შექმნილი ნაწარმოებია. წმ. პალადის ამ თხზულებას იმპერატორ თეოდოსი უმცროსის კარზე დაახლოებული კაცი (სამეფო კაცი) - ლავსე უკვეთავს. გამომდინარე შემკვეთის სახელისგან, სახელწოდება - τὸ λαυσαικὸν ან λαυσαικὸν - თხზულებამ გვიანდელი მკითხველისაგან მიიღო.
”ლავსაიკონი” არ არის ოდენ ისტორიული წყარო IV-V საუკუნეების დიდი ასკეტი მამების მოსაგრეობის შესასწავლად. იგი უფრო სამოძღვრო-ზნეობრივი ხასიათის თხზულებაა, რომელშიც გვმოძღვრავს და გვასწავლის ამბის მარტივი და უბრალო გადმოცემა.