მაიაკოვსკის თეატრი
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

მაიაკოვსკის თეატრი

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

10.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

„მაიაკოვსკის თეატრი“ – რომანის მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს.

სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს.


ცოტნე ცხვედიანი ახალგაზრდა ქართველ მწერალთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი სადებიუტო წიგნი „ქალაქი და წმინდანები“ 2015 წელს გამოვიდა და ლიტერატურულმა კრიტიკამ დიდი მოწონებით მიიღო. მოთხრობა „ოქროს ქალაქი“ წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და აშშ-ში საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაში შევიდა.

მსგავს კატეგორიაში

შავი ვარდი

შავი ვარდი

ალექსანდრე იასაღაშვილი

5.00 მარაგშია

ყვითელი ცდომილის მსახური

ყვითელი ცდომილის მ...

პაატა ბერიკაშვილი

28.00 მარაგშია

გოგონა ბობოქარ ზღვაში

გოგონა ბობოქარ ზღვ...

ზოია ვოსკრესენსკაია

10.00 მარაგშია

გამოუტანე განაჩენი მოსისხლეს

გამოუტანე განაჩენი...

ანატოლი ჟაჟითი

10.00 მარაგშია