მსოფ. მზაკვრობის ისტორია/ბროდის ანგარიში/შვიდი საღამო
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

Пока не оценено

1 2 3 4 5

Наши партнёры

მსოფ. მზაკვრობის ისტორია/ბროდის ანგარიში/შვიდი საღამო

Автор: ხორხე ლუის ბორხესი

17 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Описание

ხორხე ლუის ბორხესის რჩეული მოთხრობებისა და ლექციების კრებული დიდი არგენტინელი მწერლის სხვადასხვა დროს დაწერილ წიგნებს აერთიანებს. „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ მოგვითხრობს მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებისა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებიდან – ველური დასავლეთის კოვბოურ ცხოვრებასა და ნიუ-იორკულ ანდერგრაუნდულ-განგსტერულ ამბებამდე. (ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ) „ბროდის ანგარიში“ მოთხრობების კრებულია, რომელიც პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობებს შორის პირდაპირი შინაარსობრივი კავშირი არ არსებობს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იგავია, იგავი ბედისწერაზე, შემთხვევითობაზე, ადამიანებსა და საგნებზე. ამ ტექსტებში მკაფიოდ წარმოჩნდება ბორხესის პროზის განსაკუთრებულობა – პოეტური ენა. (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ) „შვიდი საღამო“ კი ხორხე ლუის ბორხესის მიერ 1977 წლის ზაფხულში, ბუენოს აირესში, კოლიზეუმის თეატრში წაკითხულ შვიდ ლექციას აერთიანებს. დიდი მწერალი გვესაუბრება დანტეს „ღვთაებრივ კომედიაზე“, „ათას ერთ ღამეზე“, ბუდიზმზე, პოეზიაზე, კოშმარზე, კაბალაზე, სიბრმავეზე… ძალზე საინტერესოდ, ცოცხლად გვიზიარებს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს და გვიღვიძებს სურვილს, წავიკითხოთ ან გადავიკითხოთ ლიტერატურული შედევრები. (თარგმნა ნინო ქაჯაიამ) ერთ გამოცემაში თავმოყრილი ეს წიგნები კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს დიდი მწერლის საოცრად შთამბეჭდავ და მაგიურ შემოქმედებაზე.

Похожие статьи

Бедные люди. Повести

Бедные люди. Повес...

Фёдор Достоевский

15 Доступно

Избранные произведения

Избранные произвед...

Эрнест Хемингуэй

5 Доступно

КАПИТАН НУЛЬ

КАПИТАН НУЛЬ

Эгон Лив

10 Доступно

Сочинения в двух томах (том 2)

Сочинения в двух т...

Ницше

40 Доступно