ნიკოლოზ I დროინდელი რუსეთი
Автор: მარკიზ დე კიუსტინი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Описание
ავტორი ფრანგი პუბლიცისტი და მწერალია. 1939 წელს იმოგზაურა რუსეთში და თავისი შთაბეჭდილება აღწერა წიგნში „ნიკოლოზ პირველის დროინდელი რუსეთი“ („რუსეთი 1839 წელს“), რომელიც მკაფი, წარმოდგენას გვაძლევს იმპერიის ცხოვრების მრავალ მხარეზე, მეფის სასახლიდან დაწყებული და სოფლის ღარიბ გლეხებამდე დამთავრებული. ავტორი დიდი კრიტიკული პათოსით წერს რუსეთის მაშინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელისუფლების სათავეში მოქცეულ წარჩინებულ ადამიანებზე, ყმა-გლეხების დაბეჩავებულ ცხოვრებაზე, ყოველ ნაბიჯზე გამეფებულ უკანონობაზე, ძალადობაზე, სიყალბესა და თვალთმაქცობაზე. ფრანგი მოგზაურის ნაშრომი გახდა თვითმპყრობელობის ნამდვილი მამხილებელი დოკუმენტი, მის წინააღმდეგ მიმართული საბრალდებო აქტი. ნიკოლოზ პირველმა ეს წიგნი წაკითხვის შემდეგ იატაკს დაანარცხა და შეჰყვირა: ჩემი ბრალია, რისთვის ვლაპარაკობდი ამ არამზადასთან!