Автор: ძიტი მაძია
15.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ძიტი მაძია ცნობილი ჩინელი პოეტი, მხატვარი და კალიგრაფია. ის წარმოშობით ეკუთვნის ნუოსუს ხალხს, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით. ნუოსუს ხალხის რაოდენობა დაახლოებით 7-8 მილიონია. მათ აქვთ უძველესი საკუთარი ენა და დამწერლობა, რომელიც ეკუთვნის ტიბეტურ-ბირმულ ოჯახს. ძიტი მაძია წერს ჩინურ ენაზე, მაგრამ საკუთარ ლექსებში იყენებს ნუოსუს მითოლოგიას და ფოლკლორს, ყვება მათ ისტორიას, აღწერს ყოფას და ზნე-ჩვეულებებს. იგი დაიბადა 1961 წელს, სიჩუანის პროვინციაში, გამოცემული აქვს ოცზე მეტი კრებული. არის სხვადასხვა ჩინური და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. მისი ლექსები ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. არის ჩინეთის ეროვნულ უმცირესობათა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და ჩინეთის პოეტთა ასოციაციის მრჩეველი. არის სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორი.