რაფი იგივე ჰაკობ მელიქ-ჰაკობიანი იყო მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, სომხური პროზის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა. რაფიმ სომხური ლიტერატურა დააახლოვა იმდროინდელ მსოფლიო ლიტერატურას, აიყვანა სომხური პროზა ახალ ხარისხობრივ დონეზე, შეიმუშავა რომანის, ნოველის, მოთხრობისა და ეპისტოლური ლიტერატურის ჟანრები.