ორ ჯოკერში გახიშტული
Author: სანდრო მეტრეველი
🚚 მიწოდება
თბილისი: 6 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 9 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Description
ამ წიგნში ერთი უსახელო პერსონაჟი თავის ამბავს გვიყვება და ცდილობს, მისთვის აუტაწელი ყოფა ჩვენთვის სრულიად განსხვავებული, ნამდვილი შეშლილის თვალით დაგვანახოს. მთავარი გმირი უმოძრაობისა და სიცარიელის გრძნობას შეუპყრია, რაც თავის მოკვლაზე ფიქრს აიძულებს.
მთელი თხრობის განმავლობაში მკითხველი რაციონალობის საზღვრებს გადასული ადამიანის პერსპექტივით აკვირდება პერსონაჟის ცხოვრებას ნამდვილ დელირიუმში, სადაც სრულებით არეულია ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის. შესაძლებლობა გვეძლევა, გავყვეთ დროის ისეთ ხაზებს, რომელთაც არც არასდროს უარსებიათ და მხოლოდ ადამიანის უბნელესი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩენილან. უამრავ წარმოსახვით პერსონაჟთან ერთად, მკითხველი განკაცებულ სიკვდილსაც შეხვდება, რომელსაც უსახელო გმირის ცხოვრებასა თუ გონებაში საკვანძო ადგილი უჭირავს და მასთან თუ საკუთარ თავთან ჭიდილისას პერსონაჟი მკითხველსაც ეხმარება კითხვებზე პასუხების პოვნაში. ამ ამბის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ სიუჟეტური ლაბირინთისა თუ ილუზიებისგან თავის დაღწევა მკითხველისათვის მხოლოდ საკუთარი დასკვნების გამოტანის გზითაა შესაძლებელი.