ქანაანის შვილები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

ქანაანის შვილები

Author: გაბრიელ ტანიე

15.00 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

თუ ამ წიგნის მომავალ მკითხველს დასაწყისიდანვე მოეჩვენება, რომ აშკარად უჩვეულო, უცნაური და განსხვავებული წიგნი აღმოაჩინა, სიამოვნებით დავეთანხმები და იმასაც სიამოვნებით გავიხსენებ, თუ როგორ გამახარა რამდენიმე წლის წინ თავად ამ წიგნის ავტორის აღმოჩენამ. პირველად ადრე, ახალგაზრდობაში შევხვდით, როცა საქართველოში ჩვენსავით არეული დრო იყო. მაშინ მას სოსო გაჩავა ერქვა და ჯერ არავინ იცოდა, თუ როდის და როგორ დავლაგდებოდით და ისე დავწყნარდებოდით, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თვითონ გაეკეთებინა არჩევანი. მან თვითონ გააკეთა არჩევანი და სასულიერო პირი გახდა. წლების შემდეგ უკვე ფშავში ვნახე, ჩარგალში მოღვაწეობდა. ხევსურეთში იმ ზაფხულს ისეთი სიტყვები მოვისმინე ხევსურებისგან (მისი სიყვარულის შესახებ), სულაც არ მიკვირს ამ წიგნის ყდაზე მისი ხევსურული ფსევდონიმი. ტანიე პატარა ტბის სახელია პირიქითა ხევსურეთში, რომელსაც გულის ფორმა აქვს. მამა იოსებს გულით უნდოდა, რომ არხოტამდე სამანქანე გზა გაეყვანათ (ბოლოს და ბოლოს) და XXI საუკუნეში მაინც არ დაგვეკარგა არხოტი და არხოტიონი – სწორედ ის თემი, ვინც საქართველოს ამდენი საუკუნის განმავლობაში, ასეთი სიყვარულით იცავდა. მამა იოსების ეს წიგნიც, სინამდვილეში, სიყვარულის გამო, სიყვარულისთვის დაწერილი რომანია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის არა მარტო მწერალი, მხატვარიც არის და მგონი, ჩვენი ბებიები მართლები იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია და ამ წიგნის მკითხველებსაც, გაკვირვებასთან ერთად, დიდი სიამოვნება ელით.

დათო ტურაშვილი

Related articles

The Whispering Land

The Whispering Lan...

Gerald Durrell

13.00 Available

The Bastard of Istanbul

The Bastard of Ist...

Elif Shafak

25.00 Available

Tales From Kartli

Tales From Kartli

Revaz-Giorgi Arveladze

15.00 Available 2 Items

Frankenstein

Frankenstein

Mary Shelley

20.00 Available