ქართლის ხეობებს ასდის ნისლები
Author: ცოტნე ავსაჯანიშვილი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Description
მწერლის ოსტატობას ყველაზე მძაფრად ენის ფლობა ავლენს. „ქართლის ხეობებს ასდის ნისლები“ ცოტნე ავსაჯანიშვილის ახალი პროზაული კრებულია და მასში თავმოყრილ ხუთივე მოთხრობაში ეს ოსტატობა მკაფიოდ ცხადდება.
ცოტნე ავსაჯანიშვილი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იმ თემატურ ხვრელებს ავსებს, ნაკლებად რომ ქცეულა სამოთხრობე ან სარომანე მასალად, არადა, რეალურად, მათი პროტოტიპები, ფიქციის გარეშეც, სრულფასოვანი პერსონაჟები არიან. ყოფამ მათ ერთი ჟანრი განუსაზღვრა: ტრაგედია, თუმცა ავტორი ოსტატურად ათამაშებს მათში ტრაგიკომიზმის შუქჩრდილებს.
ნამდვილი ლიტერატურა იდეოლოგიის არტახების მიღმა იწყება. ამდენად, „უკანასკნელი ფოტოები პრეზიდენტის ალბომიდან“, „ჩამავალი მზის სანგარი“ თუ „თოლიები მდინარეზე“ მხოლოდ ერთი შეხედვით თუ მოეჩვენება ვინმეს პოლიტიკურად, რადგან პოლიტიკა აქ ქაოსის მეტაფორაა, აპრილი დროის დეტონატორია.
გუგა მგელაძე