Author: დიმიტრი შველიძე
11.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
1210 წელს მოეწყო ქართველთა ლეგენდარული ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზე.
თამარ მეფის მიერ წარგზავნილმა მხედრობამ, მემატიანის ცნობით, ისეთ ადგილებს მიაღწია, სადაც ქართველთა სახელიც კი არ გაეგონათ. მარანდი, მიანა, თავრიზი, ზენჯანი, ყაზვინი... ეს ის ციხე-ქალაქებია, რომელნიც ქართველმა მხედრობამ ან ბრძოლით აიღო, ან ალყის შედეგად დაიმორჩილა. ბოლოს აღებული ქალაქი – გორგანი, კასპიის ზღვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრზე მდებარეობდა.
რატომ, რა მიზნით, ვის წინააღმდეგ განხორციელდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის ეს უპრეცედენტოდ შორეული ლაშქრობა; მხოლოდ ქართველი მემატიანე გვიყვება ამ დაუჯერებელ ამბავს თუ უცხოელი ავტორებიც გვიდასტურებენ?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გაცემა ვცადეთ, შევისწავლეთ და წარმოვადგინეთ წინამდებარე წიგნის სახით.
და კიდევ: XII-XIII საუკუნეების საქართველოს წინსვლა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, განხილულია აზერბაიჯანის საათაბაგოში, ერაყის სელჩუკთა სასულტნოსა და ხვარაზმშაჰების სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე. ასე უფრო ცხადად ჩანს, რომ თამარისდროინდელი საქართველოს სამეფო, მაშინდელი წინა აზია- ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა.