ქვის სიზმრები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

ქვის სიზმრები

Author: აქრამ აილისლი

20 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

რომანის „ქვის სიზმრები“ გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 75 წლის მწერალს, აქრამ აილისლის, „სახალხო მწერლის“ წოდება ჩამოერთვა და მოეხსნა სახელმწიფო პენსია, რამაც 2013 წელს ბიძგი მისცა მწერლის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ კამპანიას. აზერბაიჯანის ქალაქებში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აზერბაიჯანელი მწერლისა და მოქალაქის წიგნებს მასობრივად წვავდნენ, სახელმწიფო მედიასაშუალებებმა აილისლის მიმართ აგრესიული, ცილისმწამებლური, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროპაგანდა აწარმოეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს მწერლის მეუღლე და ვაჟი, პარტია „ახალი მუსავატის“ თავმჯდომარემ კი ფულადი ჯილდო დააწესა მწერლის ყურის მოჭრისთვის. მწერლის ნაწარმოებები ამოიღეს სასკოლო პროგრამებიდან, თეატრებმა კი მისი წიგნების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მოხსნეს რეპერტუარიდან. საეჭვოდ გამოაცხადეს ყველა, ვინც აილისლის უჭერდა მხარს, კავკასიის მუსლიმთა მმართველმა მას რწმენისგან გამდგარი უწოდა. არაერთხელ დააკავეს და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბოლოოდ, მწერალს ბაქოს დატოვება აეკრძალა. 2019 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომანის ინგლისურ ენაზე გამოცემამ მწერალს კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მას სინდისის ხმა და იმ პრობლემების გამხმოვანებელი უწოდეს, რომლებსაც აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის გზაზე, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში წააწყდა. აქრამ აილისლი არის მწერალი, რომელმაც შეძლო უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება... „ქვის სიზმრები“ კი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რომელმაც მწერლის შემოქმედების მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა აავსო: ბაქოში, განჯაში, მის მშობლიურ სოფელში, მოეწყო დემონსტრაციები, რომლებზეც გმობდნენ მწერალს, აუკრძალეს მას იქ ჩასვლა, წვავდნენ მის პორტრეტებსა და წიგნებს, დედაქალაქში, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან განუწყვეტლივ თავმოყრილები იმუქრებოდნენ და სკანდირებდნენ: „სიკვდილი აქრამ აილისლის!“, „მოღალატე!“, „აილისლი – სომეხი!“... რუსულიდან თარგმნეს სერგო წურწუმიამ და ირაკლი კაკაბაძემ

Related articles

Frankenstein

Frankenstein

Mary Shelley

20 Available

Kafka on the Shore

Kafka on the Shore

Haruki Murakami

25 Available

The Whispering Land

The Whispering Lan...

Gerald Durrell

13 Available

The Bastard of Istanbul

The Bastard of Ist...

Elif Shafak

25 Available