ავტორი: ლერი თავაძე
25.00 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
ნაშრომი ეხება საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას VIII საუკუნეში. წიგნში მიმოხილულია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ამ პერიოდის მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებთან, როგორებიც იყვნენ ბიზანტიის იმპერია, ხალიფატი და ხაზართა ხაკანატი. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მესვეურთა პოლიტიკურ კავშირებზე ალვანეთისა და სომხეთის მმართველ ელიტასთან. საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, შესწავლილია საქართველოში არსებული საშინაო ვითარება და ქართულ სამეფო-სამთავროთა ურთიერთკავშირი, ასევე, ახალი პოლიტიკური სუბიექტების ფორმირების საკითხი.