This book is out of stock. You can use the order
feature
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Description
წიგნში წარმოდგენილია პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და ცნობები კინოთეატრების შესახებ, რომლებიც 1920-1990 წლებში ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. აღსანიშნავია, რომ კრებულში შესულია როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთების („BeHepHMW T6wwcw“, „Monono, crawHeu“, "Молодежь Грузии", "Советская Абхазия", "Заря Востока", „архитектура СССР“) მასალები.
ეს არის პირველი ცდა კინოთეატრების შესახებ ჟურნალებსა და გაზეთებში გაბნეული მრავალფეროვანი ცნობების ერთ წიგნად გამოცემისა, რომელიც კინოთეატრების ისტორიის მიმოხილვით-პანორამულ სურათს ქმნის. წიგნში ასევე წარმოდგენილია დადგენილებები, საარქივო ცნობები და სახელმწიფო არქივში დაცული საქართველოს კინოთეატრების ფოტოები, რომლებიც პირველად ქვეყნდება. გარდა ამისა, კრებულში შესულია კინოთეატრების თემაზე იუმორი, ფელეტონები და ლექსები.