სიკვდილი პაპანაქება მზეში
სიკვდილი პაპანაქება მზეში
სიკვდილი პაპანაქება მზეში
სიკვდილი პაპანაქება მზეში
სიკვდილი პაპანაქება მზეში

Пока не оценено

★ ★ ★ ★ ★
Оценить

Наши партнёры

სიკვდილი პაპანაქება მზეში

Автор: გოგა ქობალია

15.00 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Описание

გოგა ქობალია რომანში „სიკვდილი პაპანაქება მზეში“ თინეიჯერების დაუნდობელ და სასტიკ ყოველდღიურობას აღწერს – სიღარიბესთან, უსამართლობასთან, უთანასწორობასთან და ძალადობასთან ბრძოლას. ავტორი ჩვეულებრივ, რუტინულ ყოფაში ისეთ დრამატულ მოვლენებს გვიამბობს, შეუძლებელია მათთვის დიდი თანაგანცდისა და ტკივილის გარეშე თვალის გასწორება.

2000-იანი წლების დასაწყისში თბილისში მცხოვრები მთავარი გმირი ქუჩასა თუ სახლში გამეფებული ძალადობით გამოწვეულ აუტანელ ყოფას ლათინოამერიკულ რომანში გაურბის, რომელშიც მისთვის აქამდე უცნობი, დიდი და ყოვლისმომცველი სასიყვარულო ურთიერთობაა აღწერილი – მკითხველსაც და მთავარ გმირსაც ერთადერთ თავშესაფრად რომ ესახებათ, თუმცა მექსიკური რომანის მეორე ნახევარში განვითარებული განსაკუთრებით დამზაფვრელი მოვლენები და მთავარი გმირის სინამდვილე იმდენად ემსგავსება ერთმანეთს, რომ რთული ხდება ორ განსხვავებულ სამყაროს შორის სხვაობის პოვნა.

პირველი რომანის, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ მსგავსად, გოგა ქობალია ამ ტექსტშიც ომის შემდგომი ტრავმებისგან გათავისუფლების შეუძლებლობას და ამ გამოცდილების თანხმლებ დიდ სირთულეებს უტრიალებს.