Author: ვუკოლ ბერიძე
10.00 GEL
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
1912 წელს პეტერბურგში აკად. ნ. მარის რედაქტორობითა და თაოსნობით გამოქვეყნდა წინამდებარე წიგნი. ეს არის პირველი ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონი, რომელიც ასახავს ქართული ენის ორი კილოს (რაჭულისა და იმერულის) ლექსიკურ თავისებურებებს. სიტყვის კონაში თავმოყრილია ნაგებობათა ცალკეული ნაწილების, საყოფიერო, სამიწათმოქმედო და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანათა, მრავალნაირ დაავადებათა და მათთან დაკავშირებული შელოცვების, რწმენა-წარმოდგენების, ყოფითი რეალიების მრავალფეროვანი მასალის ამსახველი დიალექტური ტერმინები და ტექნიკური სიტყვები, რომელთა უმეტესობა უკვე იმ დროს აქა-იქღა იყო შემორჩენილი.