სხვისი კლასი
Author: ნინო სამყურაშვილი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Description
ბავშვობის მეგობრები წლების მერე, დაკრძალვაზე კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილონ კლასელი, რომელიც ქმარმა მოკლა. დაკრძალვიდან წამოსვლის შემდეგ ქალები თავიანთ სკოლაში შედიან, საკლასო ოთახში მერხებთან სხდებიან და საკუთარ ამბებს ჰყვებიან.
მათი ამბები არაერთ მძიმე ბრძოლასა და დაცემაზეა, მაგრამ ასევე წამოდგომასა და ცხოვრების გაგრძელებაზე. „სხვისი კლასი“ თანამედროვე ქართველი ქალების ყოფის ანარეკლია – შეულამაზებელი და მძიმე, თუმცა იმედითა და გამარჯვებით სავსეც.
სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი, რომელმაც ტკივილი რწმენად გარდაქმნა და გაიმარჯვა; ნარკოდამოკიდებული და კრიმინალი ქმრისგან თავდაღწეული ქალი, რომელმაც დამოუკიდებლად წამოიწყო საქმე და წარმატების ისტორია დაწერა; ემიგრანტი ქალი, რომელმაც, სხეულისა და სულის ტკივილის მიუხედავად, შინ, სამშობლოსა და ოჯახში დაბრუნების გზა იპოვა – ასეთი ამბებით ავტორი მკითხველს აჩვენებს, რომ გადარჩენა და წარმატება სიყვარულით, შრომისმოყვარეობით, არდანებებით და თავგანწირვითაა შესაძლებელი.