სონეტები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

Not rated yet

1 2 3 4 5

Our Partners

სონეტები

Author: ვახუშტი კოტეტიშვილი

25.00 GEL

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

Description

თქვენ ხელთაა ვახუშტი კოტეტიშვილის უკანასკნელი, იშვიათი წიგნი, რომელსაც ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგენა არ სჭირდება, ამ წინათქმის სათაურმა, უნებლიეთ, ვინმე რომ არ შეაცდინოს, აქვე დავძენ, რომ აქ შეკრებილი ლექსები პოეტიკაში კარგად ცნობილ „სონეტების გვირგვინად“ ვერ მოინათლება: აქ არც ოდენ 15 სონეტია და არც კიდევ სხვა, „სონეტების გვირგვინისათვის“ აუცილებელი ფორმალური ნიშანი.

და მაინც, ვახუშტი კოტეტიშვილის სიცოცხლის დასალიერზე დაწერილ ამ 55 სონეტს ისევ და ისევ „გვირგვინად“ აღიქვამთ: ისეა გაცხადებული აქ „გვირგვინის“, როგორც სიმბოლოს მთელი სპექტრი: ისე რკალავს და მართლაც აგვირგვინებს სონეტების ეს წიგნი მათი ავტორის ბიოგრაფიას; ისე ხატოვნად აღიქმება ეს გვირგვინი, როგორც მისი ზეობისა და აღიარების დასტური და, ვაი რომ, მასთან დამშვიდობებისაც – ამ თავისი უნივერსალური ფერთა გამით, თავისი ახალგაზრდული სულითა და სიბერის შეღამებით. ამ „გვირგვინმა“, სონეტების ამ გამოსათხოვარმა რვეულმა, სიცოცხლის დასალიერზე შექმნილმა ამ პოეტურმა დღიურმა იშვიათი სისათუთითა და გულახდილობით ასახა ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრების უკანასკნელი, ესოდენ დრამატული პერიოდი. 

ზაზა აბზიანიძე

Related articles

Anrufung des grossen bären

Anrufung des gross...

Ingeborg Bachmann

20.00 Available

Around the Georgian Table

Around the Georgia...

Madona Giorgadze

30.00 Available

A Season In Hell

A Season In Hell

Arthur Rimbaud

16.00 Available

The Georgian Feast

The Georgian Feast

Darra Goldstein

40.00 Available