წინამდებარე წიგნი არ არის სპინოზას ფილ. ანალიზი. ის უფრო რომანია „ყველაზე კეთილშობილ და ზნეობრივად ყველაზე მაღლა მდგომ დიდ ფილოსოფოსთა შორის“ – სპინოზას, ფრიად სადა ცხოვრებაზე. რომელიც, სოკრატეს მსგავსად, პრაქტიკაში იმ პრინციპების ერთგული იყო, რასაც ფილოსოფიაში, თეორიაში მკაცრი ლოგიკით ასაბუთებდა.
ამდენად, სპინოზას ბიოგრაფიული (ცხოვრებისეული) მომენტების გათვალისწინება მნიშვნელოვანია მისი ფილოსოფიის არსში ჩასაწვდომად.