ავტორმა თითქმის ნახევარი საუკუნე მოანდომა ამ საქმეს, რამდენიმე ათასამდე სიტყვას მოუყარა თავი და ერთ წიგნად შეკრა. წიგნის პირველ ნაწილში ლაპარაკია სვანთა წარმოშობა-სადაურობაზე, ჩოლურის აღწერილობასა და წეს-ჩვეულებათა შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში შესული სალექსიკონო მასალა მიღებულია სიტყვების მოფიქრებული შერჩევის შედეგად, სიტყვათა ჯგუფებისა და ფრაზეოლოგიური საქცევების ქართული ეკვივალენტის სრული შესატყვისობით. ამასთან, თითოეული სვანური სიტყვის ან გამოთქმისათვის მისადაგებულია არა მარტო სწორი ქართული თარგმანი, არამედ ნიშანდობლივი სტილისტური ელფერიც. გარდა ამისა, ავტორი მიისწრაფოდა, შეემსუბუქებინა სწორი არჩევანი სიტყვებისა მრავალრიცხოვანი მითითებებით გამოყენებისათვის, ომონიმებისა, სინონიმებისა და ბავშვთა ლექსიკონისა.