თავები
Author: ალეკო ცქიტიშვილი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
Description
ალეკო ცქიტიშვილის ლექსებში, მიზეზთა გამო, პირდაპირაა ტრაგიზმი, მაგრამ ის არაა მყვირალა და ექსპრესიული, არამედ – ჩუმი და ფიქრში გადასული და საერთოდ, მისი პოეზია მუდამ ასეთია. მაშინაც, როცა ტრაგიზმის გარეშეა. ეს მისი ხმაა, ბუნებრივიდან პოეტურში ტრანსფორმირებული ალეკო, როცა პუბლიკის წინაშე დგება, ხშირად იბოდიშებს, დაბალი ხმა მაქვს და მომიტევეთ. მერე ცდილობს ხმამაღლა ილაპარაკოს, მაგრამ მაინცდამაინც არ გამოსდის, ხმის ეს დაბალი რეგისტრი განსაზღრავს ბევრ რამეს მის პოეზიაში და განსაკუთრებით ეს ეხება მის ვერლიბრს. თუკი რითმიან ლექსს დავაკვირდებით, ფილიგრანულობაში გაჩენილ არტისტიზმსაც შევნიშნავთ და ძახილის ნიშნებსაც, ოღონდ ეს არტისტიზმი და ოდნავ აწეული ინტონაცია არსად იფანტება, სათქმელითაა მუდამ შეკრული და სევდაში გატარებული, ანდა სპლინში, თუკი მაინც უფრო არტისტულად ვიტყვით,
შოთა იათაშვილი
„ავტორი, თავისი თავიდან რომ წავიდა და თავის თავს შეხვდა; ერთგვარი პერსონაჟი ავტორი, თან ზღვრებს რომ შლის და ამით მეტამორფოზს აადვილებს და თან საკმაოდ საინტერესო ამპლუები აქვს – კანის გასაცლელად. გარდასახვა მაინც საკუთარ თავთან შესახვედრად გვჭირდება, თუნდაც საუთარი თავის შესაცნობად. ყველაზე მნიშვნელოვანიც ესაა გარდასახვის მომენტში - იქნებ სადმე საკუთარ თავს გადავეყაროთ, სხვისი თალით დავინანოთ და რაც უფრო უცხოთი, მით უკეთესი. ალეკო ცქიტიშვილმა ეს იცის და გზადაგზა კიდევ უამრავ ხაფანგსაც აგებს, რომ ან სინდისი გაგვიღვიძოს, ან სირცხვილი, ან ემპათია, ან სიყვარული და სიძულვილიც, რატომაც არა“.
რეზო გეთიაშვილი