აღწერა
ამერიკის ისტორიის მკვლევრის რ. კინჟალოვისა და ლიტერატორის ა. ბელოვის ამ ვრცელ ნაშრომში აღწერილია მექსიკის აღმოჩენისა და მისი დაპყრობის ამბები, აცტეკთა ყოფა-ცხოვრება, მათი თავისებური კულტურა, მოთხრობილია მექსიკის დედაქალაქის გმირული დაცვის ისტორია, მკითხველი გაეცნობა მექსიკის თვალწარმტაც ქალაქებს, ამ ქალაქების მცხოვრებთა ძველთაძველ ზნე-ჩვეულებებს, რწმენას. საინტერესოდაა გადმოცემული კონკისტადორების — ესპანელი დამპყრობლების — სამხედრო ტაქტიკა...
„ტენოჩტიტლანის დაცემა“ თავისებური მოგზაურობაა არა მარტო სივრცეში, არამედ დროშიც.