წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, იოსებ ყიფშიძის სამეცნიერო და პუბლიცისტური მოღვაწეობის ამსახველი მასალა, ეპისტოლური მემკვიდრეობა. წიგნში შევიდა აგრეთვე იოსებ ყიფშიძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
მეცნიერის შრომების მასალების უმეტესობა იბეჭდება პირველად და ავტოგრაფული ნუსხებით.