წაკითხვისთანავე დაწვით
ავტორი: რომან კიმი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
აღწერა
ნაწარმოები „წაკითხვისთანავე დაწვით“ მოგვითხრობს ამერიკის დაზვერვის მიერ იაპონიის დიპლომატიური შიფრების საიდუმლოებათა მოტაცებასა და ამერიკაზე იაპონიის თავდასხმისათვის მზადების ამბავს. მაგრამ რად დაუშვა ამერიკის უმაღლესმა მთავარსარდლობამ პირლ-ჰარბორის წყნარ ოკეანეზე თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითადი ბაზისა და ათასობით ადამიანის განადგურება? მან ხომ იცოდა იაპონელთა გეგმები. კატასტროფა პირლ-ჰარბორში მეორე მსოფლიო ომის იმ ტრაგიკული ეპიზოდთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც დღემდე საიდუმლოებითაა მოცული და ისტორიის მიერ ბოლომდე არ არის გაშიფრული „პირლ-ჰარბორის საიდუმლოება“. კიმის ახალი სათავგადასავლო მოთხრობის მთავარი თემაა მასზე მუშაობისას ავტორმა ფართოდ გამოიყენა იაპონური და ამერიკული მონაცემები. კერძოდ, იაპონიის ნამდვილი შიფრდეპეშები და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პირლ- არბორის ამბების გამოსარკვევად შექმნილი კომისიის მასალები. ასევე დოკუმენტურ საფუძველზეა აგებული მოთხრობა „სუნჩონში ნაპოვნი რვეული“ მასში ასახულია ამერიკელ იმპერიალისტთა მიერ კორეაში პროვოკაციული ომის გამოსაწვევად გაჩაღებული ფარული საქმიანობა.