Автор: ანზორ ქალდანი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
„ცენტრალური კავკასიონის მთიელთა კოშკური კულტურა“ ეძღვნება კავკასიის მთიელთა საცხოვრებელ ნაგებობათა პრობლემას, მოიცავს მხოლოდ ცენტრალური კავკასიონის მასალას და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს როგორც საკვლევი რეგიონის სამშენებლო ხელოვნების დონე, კოშკური კულტურის შემადგენელი ტიპების გავრცელების არეალი და სიხშირე ცალკეული კუთხეების მიხედვით, ისე მთურ საზოგადოებათა სოციალური ორგანიზაციის თავისებურებანი. აღნიშნულთან ერთად ნაშრომში მოცემულია კოშკური კულტურის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია და ცალკეული ძეგლების პერიოდიზაცია.
მონოგრაფიაში მოქცეული მდიდარი ხუროთმოძღვრულ-ეთნოგრაფიული მასალა, სპეციალისტების გარდა, მკითხველთა ფართო წრესაც დააინტერესებს.