
ჯერ არაა რეიტინგი
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
10 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
„ავაზაკობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იცარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე, გალავინის პროსპექტზე, ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის...“ მაშინ ხომ ტფილისის ღამის რაინდები დღისითაც უშიშრად „დანავარდობდნენ“ და იშვიათი გამონაკლისების გარდა, კარგა გვარიანადაც ჯაბნიდნენ იმ დროის პოლიციას. ესეც რომ არა, აბა ტფილისი რა ტფილისი იქნებოდა იდუმალებით მოცული მკვლელობებისა და მკვლელების, მტკვრისმიერ გამორიყული ცხედრების, თაღლითების, ქურდების, გაქცეული ტუსაღების, „ევროპიული ოსტატური ავაზაკობებისა“ და ქალაქის კრიმინალური სამყაროს „პრინცის“ თავგადასავლების გარეშე, რომელთა შესახებაც ამ წიგნში მოგიყვებით...