იდუმალი ჩანახატები 1300 წლის წიგნში

06/12/2024

საუკუნეების წინანდელ წიგნებს, ხელნაწერებს და ფირფიტებს ხშირად აქვთ ერთი შეხედვით უხილავი ამოკაწრული ხაზები, იდუმალი სიმბოლოები – და ზოგჯერ კი უბრალო ჩანახატები. ახალი ტექნოლოგიების ერაში შესაძლებელი გახდა მათი აღმოჩენა. 

დაახლოებით 1300 წლის წინ, ქალმა ხელნაწერის გვერდზე რამდენიმე ასო ამოკაწრა, თან რამდენიმე ნახატიც დაამატა. იგი მელანს არ იყენებდა – მხოლოდ ამოკაწრა, რაც შეუიარაღებელი თვალისთვის თითქმის უხილავი იყო.

გასულ წლამდე არავინ იცოდა მისი არსებობის შესახებ. 

მე-8 საუკუნის ეს წიგნი – ქრისტიანული ახალი აღთქმიდან მოციქულთა საქმეების ასლი – ახლა ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში ინახება. მკვლევრებმა უკვე დიდი ხანია იცოდნენ, რომ ეს რელიგიური ტექსტი, სავარაუდოდ, ქალს ეკუთვნოდა, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებულნი, ვინ იყო ის.

2022 წელს, ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ჯესიკა ჰოჯკინსონმა, გადაწყვიტა უფრო ახლოდან შეესწავლა ეს ტექსტი და აღმოაჩინა დამალული ჩანაწერი მე-18 გვერდზე, ლათინური ტექსტის ქვემოთ.

როცა ციფრულად გამოკვეთეს, ის ასე გამოიყურებოდა:

Archiox/Bodleian Library The hidden etching that sparked further investigation (Credit: Archiox/Bodleian Library)

 

ასოები ასე იკითხებოდა: „EaDBURG BIREð CǷ….N“, სადაც ბოლო სიტყვა შეუსრულებელია. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს?

ჰოჯკინსონმა დაადგინა, რომ პირველი სიმბოლო ჯვარია, რასაც მოჰყვება „Eadburg“: თითქმის უეჭველად, ეს წიგნის მფლობელის სახელი იყო. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ჩანაწერები განზრახ იყო ამოკაწრული სტილუსის გამოყენებით სხვა ოთხ გვერდზეც.

მის შესახებ ბევრი რამ უცნობია, მაგრამ ჰოჯკინსონი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ეადბურგი მონაზონი იყო – რელიგიური თემის აბატესა მინსტერ-ინ-თანეტში, ინგლისის კენტის ოლქში.

შემდგომი ასოები უფრო დამაბნეველი იყო: შეიძლებოდა ეს „bears cwærtern“-ს ნიშნავდეს – ძველ ინგლისურად „ციხეს“? მასთან დაკავშირებული ლათინური მონაკვეთი მოციქულთა ტყვეობაზე საუბრობს, ასე რომ, ეადბურგს შესაძლოა პარალელი გაევლო მის საკუთარ მდგომარეობასთან.

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ჰოჯკინსონმა და კოლეგებმა სხვა გვერდებზე პატარა ადამიანების ნახატები აღმოაჩინეს. ერთ მინდორზე კვადრატული ფიგურა გაშლილი ხელებით – შესაძლოა მონაზონი იყოს? (იხ. ქვემოთ, ზედა მარცხენა კუთხე). მეორეზე, ადამიანი, რომელიც ხელით ახლო მყოფი ნაღვლიანი თანამგზავრის სახეს ეხება (ქვედა მარჯვენა კუთხე). მე-8 საუკუნის ვერსია „აი, ხელი“? მათი მნიშვნელობა იდუმალებით მოცულია.

Archiox/Bodleian Library Doodles in the Eadburg book: was it the owner, or a mischievous child? It's a mystery (Credit: Archiox/Bodleian Library)

ეადბურგის წიგნის მინდვრებში აღმოჩენილი ჩანაწერები ერთადერთი მაგალითი არ არის, რომელიც ოქსფორდში ბოლო თვეებში აღმოაჩინეს. ჰოჯკინსონს შესაძლებლობა ჰქონდა დაენახა ეადბურგის ჩანაწერები ბოდლეინის ბიბლიოთეკაში ახალი გამოსახვის ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც წიგნის, ხელნაწერის ან სხვა ისტორიული ობიექტის ზედაპირის ტექსტურასა და კონტურებს ასახავს. დეტალური გამოკვლევა აჩენს ელემენტებს, რომლებიც თვალია თუ სტანდარტული კამერებით უხილავია.

„თავად ზედაპირი უზარმაზარ ინფორმაციას ინახავს,“ განმარტავს ადამ ლოუ, მადრიდში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია Factum Foundation-ის დამფუძნებელი, რომელმაც ბოდლეინისთვის ტექნოლოგია შექმნა Archiox პროექტის ფარგლებში (ოქსფორდის კულტურული მემკვიდრეობის ანალიზი და აღრიცხვა). „რაც უფრო მეტს ხედავთ, მით უფრო საინტერესო აღმოჩენები ხდება შესაძლებელი.“

Archiox-ის მკვლევრები იყენებენ ორ მოწყობილობას, რათა ციფრულად ასახონ გვერდები და ობიექტები: „Selene“, რომელსაც ოთხი კამერა აქვს, რომლებსაც შეუძლიათ ზედაპირის რელიეფის განსხვავებების დაფიქსირება 25 მიკრონამდე (0.025 მმ/0.001 ინჩი), და „Lucida“, რომელიც იყენებს ლაზერებს და ორ პატარა კამერას 3D სკანირებისთვის.

წყარო: BBC