წიგნების სერია - „ბიბლია განმარტებებით" (ტომი 4) - ქართულ ენაზე პირველად მთელი ბიბლიის ტექსტის მუხლობრივი განმარტება. სერია გათვლილია არა მხოლოდ თეოლოგიური განათლების მქონე პირთათვის, არამედ ზოგადად ბიბლიით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისათვის - მათ მარტივად უნდა შეძლონ ბიბლიურ სწავლებათა მეტ-ნაკლებად წვდომა. გადაშლით ამ წიგნებს და აღმოჩნდებით საოცარ ბიბლიურ სამყაროში, რომელიც თქვენთვის შორეული და შეუცნობელი აღარ იქნება. ერთად ვიმოგზაურებთ კაცობრიობის ისტორიაში.