კოსმოსი
Main Photo
Additional Photo 1
Additional Photo 2

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

კოსმოსი

ავტორი: კარლ სეიგანი

13 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 4 სამუშაო დღე

აღწერა

როგორ წარმოიშვა სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი? როგორ დაიბადა მეცნიერება და ანტიკურ ცივილიზაციაში ვინ დაუდო საფუძველი წმინდა მეცნიერული აზროვნების მოდელს? მარტონი ვართ თუ არა უსასრულო კოსმოსურ სივრცეში? რას გვამცნობენ კოსმოსში გაგზავნილი აპარატები თუ ექსპედიციები? – ამ კითხვებზე პასუხს სცემს კარლ სეიგანის „კოსმოსი“ – ყველა დროისა და ხალხის ძალზე პოპულარულ წიგნთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, მხატვრულად საკითხავი სამეცნიერო ნაწარმოები. სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად შთამბეჭდავ და საინტერესო წიგნში მოთხრობილია კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის იმ ევოლუციური პროცესის შესახებ, რომლის შედეგადაც მატერია ცნობიერებად გარდაიქმნა; შესწავლილია ისეთი მრავალმხრივი საკითხები, როგორებიცაა ცოცხალი ორგანიზმების დაბადება, ადამიანის ტვინი, უძველესი ცივილიზაციების სამყაროსადმი დამოკიდებულება (მათ შორის, ეგვიპტური იეროგლიფები), შუა საუკუნეების ასტროფიზიკოსთა კვლევები; კოსმოსური მისიები, მზის სიკვდილი, გალაქტიკების ევოლუცია; ასევე, კაცობრიობის ისტორიის ის მამოძრავებელი ძალები თუ ინდივიდები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებას.

დეტალები

ფასი 13 ლარი
გვერდების რაოდენობა 540
გამოცემის წელი 2021
ყდა რბილი
წიგნის მდგომარეობა ყდაზე აქვს ხარვეზი, შიდა გვერდები უნაკლოა

მსგავს კატეგორიაში

კავკასია

კავკასია

ალექსანდრე დიუმა

15 მარაგშია

მოგონებები აკაკიზე

მოგონებები აკაკიზე

აკაკი წერეთელი

20 მარაგშია

თხზულებანი I ტომი. ქართული კილოები მთაში

თხზულებანი I ტომი....

აკაკი შანიძე

25 მარაგშია

წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი

წიგნნი ძუელისა აღთ...

გამომცემლობა "მეცნიერება"

30 მარაგშია