მიზეზთა ბუნება
ავტორი: გიორგი კაკაბაძე
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
აღწერა
„მიზეზთა ბუნება“ იმ ადამიანების ისტორიაა, რომლებიც რეჟიმმა გატეხა, აიძულა, მოეთოკათ ფანტაზიები და იდეოლოგიისთვის ემსახურათ. რეჟიმმა, რომლის წიაღშიც დაიკარგა პიროვნება და აფუთფუთდა ბრბო.
მაგრამ იმავდროულად ეს წიგნი მოგვითხრობს მათზეც, ვინც შეძლო ადამიანად დარჩენილიყო იმ ეპოქაში, რომელიც მათ შინაგან ბუნებას სპობდა და ღირსებას ართმევდა.
ბევრ ისეთსაც გაიგებთ, ფეხქვეშ საყრდენს რომ გამოგაცლით და ადამიანებისადმი რწმენას დაგაკარგვინებთ. მაგრამ შევ თანხმდეთ – ხელოვანი და მისი შემოქმედება ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. აუცილებელი არაა, კარგი ხელოვანი ყოველმხრივ დადებითი ადამიანიც იყოს, რადგანაც ჩვენ, სინამდვილეში, არა თავად პიროვნება, არამედ ის გრძნობები უნდა გვხიბლავდეს, რომელსაც მისი შემოქმედება გვანიჭებს. არ განმიზრახავს შეგაყვაროთ ან შეგაძულოთ ამ წიგნის რომელიმე პერსონაჟი, პოლიტიკური ფიგურა თუ პოეტი, არც მათი გამართლება მიცდია. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ სამყარო ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის და ვაღიაროთ, რომ ადამიანის ნიჭი ზოგჯერ მის მორალურ სისუსტეებს ჯაბნის.