ავტორი: კარელ ჩაპეკი
15.00 ლარი
🚚 მიწოდება
თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე
რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე
„R.U.R.“ დღეს ბევრისთვის შესაძლოა მხოლოდ აბრევიატურაა, მაგრამ მისი კვალი თანამედროვე პოპ-კულტურაში იმდენად ღრმაა, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია სამეცნიერო ფანტასტიკაზე საუბარი ჩაპეკის ხსენების გარეშე.
საინტერესოა, რომ სწორედ ამ პიესამ შემოიტანა სიტყვა „რობოტი“, რომელიც კარელმა თავისი ძმის, იოზეფის რჩევით დაამკვიდრა (ჩეხური სიტყვიდან „robota“ - მძიმე შრომა, ბეგარა).
ავტორი და პიესის სათაური ირიბი მინიშნებების სახით გვხვდება პოპულარულ სფეროებში. Futurama: პლანეტა, სადაც რობოტები ცხოვრობენ, პირდაპირ ჩაპეკის სახელს ატარებს - Chapek 9. Star Trek: ორიგინალურ სერიალში გვხვდება პერსონაჟი Dr. Roger Korby, რომელიც რობოტებს ქმნის, რაც პირდაპირ ეხმიანება პიესის თემატიკას. Batman: The Animated Series: სერიაში „HIS SILICON SOUL“, რობოტების მწარმოებელ კომპანიას ჰქვია Rossum’s Universal Robots (R.U.R.).
ჩაპეკის გენიალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან არა მხოლოდ ტექნოლოგიური წინასწარმეტყველება განახორციელა, არამედ დასვა მთავარი ეგზისტენციალური კითხვა: რა ხდის ადამიანს ადამიანად? ის ფაქტი, რომ პიესის ფინალში რობოტები ტირილს, თავგანწირვასა და სიყვარულს სწავლობენ, დღესაც კი, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ყველაზე აქტუალურ თემად რჩება.
ჩვენ მართლაც „ჩაპეკის სამყაროში“ ვცხოვრობთ - ეს არ იცის ბევრმა. მაგრამ ეს იცის ყველამ, ვინც რობოტიკის სფეროში მუშაობს.”
— ჯონ მ. ჯორდანი