საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები
Main Photo
Additional Photo
Additional Photo
Additional Photo

ჯერ არაა რეიტინგი

1 2 3 4 5

ჩვენი პარტნიორები

საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები

ავტორი: ავტორთა ჯგუფი

25.00 ლარი

🚚 მიწოდება

თბილისი: 5 ლარი / 2 სამუშაო დღე

რეგიონი: 7 ლარი / 3-5 სამუშაო დღე

აღწერა

სასულიერო შინაარსის ხელნაწერები - სახარებები, ლიტურგიკულ-კალენდარული კრებულები, ამ რიგის ძეგლთა გაფორმების საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული დეკორატიული პრინციპების მიხედვითაა შექმნილი როგორც მაღალი პროფესიული ოსტატობით გამორჩეულ კალიგრაფთა და მინიატურისტთა (XI-XII საუკუნეების სახარება, ანჩის სახარება (XII ს.), წმ. შიო მღვიმელის ცხოვრება (XIII ს.), XIV საუკუნეში გადანუსხული სახარება, ლევან I დადიანის დაკვეთით 1553-1572 წლებში შექმნილი გულანი), ისე შედარებით ნაკლებად გაწაფული ოსტატების მიერ (ჟამგულანი (1714 წ.), სამღვდელო კონდაკი (1749 წ.), ლუკას და იოანეს სახარება (1779 წ.), ჟამისწირვის თავსართი მინიატურა, სავარაუდოდ, შექმნილი XVIII საუკუნეში; ქორწინების კანონი (1816 წ.), ლოცვანი (1836 წ.). საგულისხმოა, რომ მათ გვერდით გვხდება ხალხურ ხელოვნებასთან თანაზიარი, მხატვრული გემოვნებით გაფორმებული, ჰიმნოგრაფიული და ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერები (XV საუკუნის ჟამისწირვა, აგრეთვე, ღმრთისმშობლის დაუჯდომელი, გადანუსხული და შემკული XVIII საუკუნეში). კოლექციაში გაერთიანებული სხვადასხვა რიგის ნიმუშთა გაფორმების პრინციპებისა და თავისებურებებისთვის თვალის გადევნება მრავალმხრივ საგულისხმო დამატებით მასალას იძლევა საქართველოში ხელნაწერთა მხატვრული შემკულობის განვითარების ძირითადი მიმართულებების ნათელსაყოფად.

მსგავს კატეგორიაში

თანამდევი სული (ორტომეული)

თანამდევი სული (ორ...

ნოდარ გრიგალაშვილი

30.00 მარაგშია

წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი - შესაქმისა გამოსლვათაი

წიგნნი ძუელისა აღთ...

ავტორთა ჯგუფი

25.00 მარაგშია

სპინოზა

სპინოზა

მოსე ბელენკი

14.00 მარაგშია

ბიბლია განმარტებებით - ტომი 23

ბიბლია განმარტებებ...

ავტორთა ჯგუფი

20.00 მარაგშია 2 ცალი