უკიდურესად გამოხატული კინოენა, თხრობის ფრაგმენტული, ვიზუალური სტილი, კლასიკური პროზისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ჩვევა, თითოეული ჟესტის, მოძრაობის, ჩრდილის აღწერისა, თავად თხრობის მეტაფორულობა და ხშირად მკვეთრად თიატრალური სცენოგრაფიულობა - მხოლოდ მცირე და ზოგადი ჩამონათვალია იმ ლიტერატურული მახასიათებლებიასა, რომელიც აცბუნებს მკითხველს და წინამდებარე რომანს დაუვიწყარს ხდის. "შავი თმა, ცისფერი თვალები" არის რომანი, რომელიც თითქმის პიესაა; რომანი ეგზისტენციალური რომანი, რომელიც ეროტიკულ ფილმად ქცეულა.